სასპინინგე ჯოხები

ჯოხები, რომლებიც გამოიყენება სპინინგში, იყოფა ორ ძირითად ტიპად: გამოყენებული კოჭის (უინერციო თუ მულტიპლიკატორი) მიხედვით.
მაგრამ ბევრი კრიტერიუმი, მაგალითად, წყობა, სიგრძე, სიმძლავრე, ჯოხის ბლანკის მასალა, კონსტრუკცია, დანიშნულება (თევზის სახეობით, რომელზეც არის გათვლილი) ეხება მათ ორივეს.
ყველა ჯოხის ტიპს აქვს თავისი უპირატესობა სხვადასხვა კონკრეტულ პირობებში.

დავიწყოთ ყველაზე მოკლე და მარტივიდან J - კონსტრუქციიდან.

კონსტრუქციულად სასპინინგე ჯოხები არსებობენ ორი ტიპის - შტეკერულები და ტელესკოპურები..

შტეკერულ სპინინგებს აქვთ მუხლების შეერთების ორი ტიპი: put-over და spigot.

 

Put-over-ის შემთხვევაში უფრო სქელი (ქვედა) მუხლი შედის უფრო წვრილში (ზედაში).

Spigot-ში კი პირიქით, წვრილ მუხლს აქს მონოლითური ბოლო, რომელიც შედის ქვედა მუხლში.

Put-over არის ტექნოლოგიურად უფრო იაფი და მარტივი, და ამიტომ არის უფრო განვითარებული ვიდრე  Spigot-ი. Put-over-ი ძირითადათ გამოიყენება ზემსუბუქი და მსუბუქი სპინინგებში.

ტელესკოპურ სპინინგებში მუხლები არიან განთავსებულები ერთმანეთის შიგნით (ტელესკოპური ანტენის პრინციპით). ამ ტიპის ჯოხებს აქვთ ორი ძირითადი დადებითი თვისება - ისინი არიან ძალიან კომპაქტურები ტრანსპორტირების დროს და ადვილად იკეცებიან საჭიროების შემთხოვაში.

დანარჩენ ყველაფერში ტელესკოპური სპინინგები აგებენ შტეკერულებთან - ტელესკოპურები არიან უფრო  მძიმეები (ერთი და იგივე სიმძლავრის), ნაკლებად მძლავრები, ნაკლებად მგძნობიარეები, მათ არა აქვთ გამოხატული წყობა.

 

ეხლა რაც შეეხება ყველაზე მტკივნეულ და სადაო საკითხს - სპინინგის წყობას J.
პირველად ეს განსაზღვრება იყო შემოტანილი ცნობილი ამერიკელი მეთევზის და ძალიან მაგარი სასპინინგე და საშოლტე ჯოხების კონსტრუქტორის და მწარმოებლის გარი ლუმისის მიერ (Gary Loomis). მხოლოდ მან გამოიყენა ამისთვის ტერმინი Action.
არსებობს ოთხი ძირითადი ტიპი სპინინგის წყობის:
ნელი - slow, noodles, parabolic (როცა ჯოხი სტატიკაში დატვირთვის დროს იღუნება თითქმის ტარიდან);
საშუალო - moderate, medium-fast, semi-parabolic (როცა, ჯოხი სტატიკაში დატვირთვის დროს იღუნება წვერიდან 1/3 -დან ½-მდე);
სწრაფი - fast (როცა, ჯოხი სტატიკაში დატვირთვის დროს იღუნება წვერიდან ¼ -დან 1/3 -დე);
ზესწრაფი - extra-fast (როცა, ჯოხი სტატიკაში დატვირთვის დროს იღუნება წვერიდან ¼-დე).

0foSk.jpg
 

ასევე არსებობს ბევრი შუალედური ვარიანტი ამ წყობის ტიპებს შორის.
ბევრ მეთევზეს ეშლება და ერთი და იგივე ჰგონია ორი სხვადასხვა რამ - სპინინგის წყობა და სპინინგის მგრძნობელობა.
ძირითადი დასაბნევი არის ის, რომ სწრაფი წყობის სპინინგი არის უფრო მგრძნობიარე, ვიდრე ნელი. და ამ დროს ეს ორი რაღაცა ერთმანეთთან არანაირ კავშირში ან დამოკიდულებაში არ არიან.
ჯოხის წყობა არის დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ მისი ბლანკის კონსტრუქციაზე (პატარა ფარგლებში შეიძლება შეიცვალოს რგოლების დაყენებით).
მას არა აქვს არანაირი კავშირი მასალებთან, რომლისგანაც მზადდება ბლანკი (შესაძლოა რომ ჯოხი დამზადებული შუშაპლასტიკისგან ექნება სწრაფი წყობა, და ამავე დროს ექნება ნულოვანი მგრძნობელობა, მაგალითად სპინინგი Ugly Stick Shakespeare-სგან), ბლანკის დამზადების ტექნოლოგიასთან (რაზედაც დამოკიდებულია ის, თუ რამდენ %-ს დამაკავშირებელ მასალას შეიცავს მზა ჯოხი), და ა.შ.

 

ეხლა ორი სიტყვა სპინინგის მგრძნობიარობაზე.
სპინინგში, როგორც თევზჭერის მეთოდში, არსებობობს ორი მგრძნობიარობის ტიპი:
ტაქტილური და ვიზუალური.
ვიზუალური არის როცა ინფორმაციას სატყუარის გატარების შესახებ მეთევზე ღებულობს სპინინგის წვერის მოღუნვის დონიდან.
ტაქტილური კი - როცა ინფორმაცია გატარების შესახებ უშუალოდ გადაეცემა სპინინგის ბლანკზე და მის მიერ მეთევზის ხელს. ჯოხმა კარგი ტაქტილური მგრძნობიარობით შესაძლოა კარგად აჩვენოს სატყუარის გატარება ვიზუალურადაც, მაგრამ პირიქით არ ხდება.
კარგი ტაქტილური მგრძნობიარობით პირველ რიგში ხასიათდება მაღალფასიანი სპინინგები.

 

სპინინგების სიმძლავრე.

პირველად ეს განსაზღვრება იყო შემოღებული ასევე გარი ლუმისის (Gary Loomis) მიერ.
სპინინგების სიმძლავრე ხასიათდება მისთვის დაშვებული ძუის ტესტით, რომელიც არის მითითებული ჯოხზე.
არსებობს 5 ძირითადი კლასი სპინინგის ჯოხების სიმძლავრის მიხედვით:
ზემსუბუქი (Ultra Light, UL) – დაშვებული ძუის ტესტით 4 ლიბრამდე (2,7 კგ-დე);
მსუბუქი (Light, L) - დაშვებული ძუის ტესტით 8 ლიბრამდე;
საშუალო (Medium, M) - დაშვებული ძუის ტესტით 15-17 ლიბრამდე
მძიმე (Heavy, H) - დაშვებული ძუის ტესტით 20-25 ლიბრამდე
ზემძიმე (Extra Heavy, Ex-Heavy, E-H) - დაშვებული ძუის ტესტით 25 ლიბრზე ზემოთ.

 

შემდგომში ევროპაში შეიქმნა სპინინგების სიმძლავრის დამატებითი კლასიფიკაცია სატყუარის წონის მიხედვით:

ზემსუბუქი (Ultra Light, UL) – 7 გრ-დე;
მსუბუქი (Light, L) – 14 გრ-დე;
საშუალო (Medium, M) – 25 გრ-დე;
მძიმე (Heavy, H) – 42-45 გრ-დე;
ზემძიმე (Extra Heavy, Ex-Heavy, E-H) – 45 გრ ზევით.
ორივე კლასიფიკაციაში არსებობს  ჯოხების ბევრი შუალედური და დამატებითი კლასი.

სპინინგის სიმძლავრის მიხედვით არჩევის დროს მეთევზემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ჯოხის დანიშნულებიდან გამომდინარე, შეიძლება ჰქონდეს ძუის და სატყუარის ტესტების სხვადასხვა კლასი. მაგალითად, ჯოხებს ამერიკული დიდპირა ქორჭილის (largemouth bass) ჭერისთვის, აქვთ ტიპიური ტესტი სატყუარით 14-17 გრ-დე (მსუბუქი ან საშუალო-მსუბუქი) და ტესტი ძუით 15-20 ლიბრამდე (საშუალო ან საშუალო-მძიმე).

 

ჯოხების სიგრძე.

სპინინგით თევზჭერაში გამოიყენება ძალიან ფართე დიაპაზონის სიგრძის ჯოხები .

არსებობენ როგორც მოკლეები (1,4-2,13 მ), ასევე გრძელი ჯოხები (2,7-3,4მ).
სხვადასხვა სიგრძის ჯოხების უპირატესობები და ნაკლოვანებები:
- მოკლე ჯოხით უფრო ადვილია სატყუარის გასროლა, მაგრამ უფრო გრძელი ჯოხი (იგივე დანარჩენ  პარამეტრებით) ისვრის სატყუარას უფრო შორს;
- მოკლე ჯოხის გადატანა გადასვლების დროს უფრო ადვილია;
- მოკლე ჯოხებით უფრო მოხერხებულია თევზაობა ნავიდან;
- გრძელი ჯოხით მოსახერხებელია  უკეთესი გატარების გაკეთება რთულ პირობებში;
- გრძელი ჯოხი ბევრად მოხერხებულია მაღალი ნაპირიდან თევზაობის დროს;
- საერთოდ გრძელი ჯოხი უკეთესია საშუალო და დიდ წყალსატევებზე ნაპირიდან თევზაობისთვის.

 

სპინინგის ტესტი

ყველა სპინინგს აქვს ორი ტესტი (დატვირთვის დიაპაზონი) - სატყუარების წონის მიხედვით და ძუის მიხედვით.
ტესტი სატყუარის წონით იზომება გრამებში - gr (ევროპულ და იაპონურ ჯოხებზე) და უნციებში - OZ (ამერიკულ ჯოხებზე). ერთი OZ დაახლოვებით უდრის 28,5 გრ.
თეორიულად, ტესტი სატყუარებით უნდა ნიშნავდეს სატყუარების წონის იმ დიაპაზონს, სადაც სპინინგი მუშაობს ყველაზე კომფორტულად, საიმედოდ და ისვრის სატყუარას ყველაზე შორს. ქვედა ტესტი - სატყუარის იმ წონას, რომელსაც სპინინგი ჯერ ნორმალურად ისვრის, და ზედა ტესტი - იმ წონას, რომელსაც ჯოხი ისვრის დაზიანების გარეშე.
სინამდვილეში კი, ეს ტესტი დადგენილია ეკსპერტების დასკნებზე, მათი გრძნობებიდან გამომდინარე ამ სპინინგთან ურთიერთობის დროს.
ყოველ შემთხოვაში, არ დაუჯეროთ, თუ სპინინგზე იქნება მითითებული სატყუარის წონის დიაპაზონი 3 მაგზე მეტი (ჯობია 2-2,5ჯერ). ეს სპინინგი ან ცუდად გაისვრის პატარ წონის სატყუარებს, ან გატყდება როცა ისვრით სატყუარას წონით ტესტის ზედა ზრვართან.

ჩემი თვალსაზრისით, ყველაზე რეალური არის ტესტი ძუით.
ამ ტესტის ქვედა ზღვარი ნიშნავს ისეთ ძუას, რომელიც არ გაწყდება თევზის გამოყვანის დროს ბოლომდე მოჭერილი ფრიქციონით კოჭაზე (სპინინგი შეძლებს შესაბამის ამორტიზებას).
ზედა ზღვარი გვეუბნება, რა სიმაგრის ძუის გამოყენება შეგვიძლია სპინინგის დაზიანების გარეშე იგივე პირობებში, როგორც წინა მაგალითში.
ტესტი ძუით ძირითადად იზომება ლიბრებში (Lb).
რეალობაში მწარმოებელი ძალიან იშვიათად წერს ჯოხზე მის რეალურ ტესტს, განსაკუთრებით ტესტს სატყუარებზე.
როგორც წესი, ქვედა ტესტი არის ხელოვნურად დაპატარავებული, და ზედა - გადიდებული.
ასევე, მეთევზემ უნდა გაითვალისწინოს, რომ გასროლის ტესტის გარდა, არსებობს ტესტი გატარებაზე, რომელიც გვაჩვენებს რა წონის სატუყარის კომფორტული გატარება  და ანიმაცია შეიძლება ამ ჯოხით. და ვტქვათ, თუ სპინინგი უპრობლემოდ აგდებს 15 გრ სატყუარას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს სპინინგი ამ წონის სატყუარას კომფორთულად გაატარებს. ეს მომენტი ძირითადად გამოიხატება არათანაბარ გატარების დროს (ჯიგი, ტვიჩინგი, ჯერკინგი) და როცა თევზაობა მიმდინარეობს მდინარეზე სწრაფი დინებით.

ჯიგით თევზაობის დროს არის კიდე ერთი მომენტი.

როგორც ვიცით, ჯიგით თევზაობა ძირითადად გულისხმობს საფეხურიან გატარებას ფსკერზე. ანიმაცია ხდება ან ძუის დახვევით, ან ჯოხით შემდგომში ისევ ძუის დახვევით. გატარების დროს ან იღუნება სპინინგის წვერი (ვიზუალური მგრძნობელობა), ან მეთევზე გრძნობს დარტყმას ხელში, როცა ტვირთი ედება ფსკერს (ტაქტიკური მგრძლობელობა)..
ვთქვათ, მეთევზეს აქვს ჯოხი სატყუარის ტესტით 5-25 გრ..

თითქმის 100% შემთხოვაში, ეგ ჯოხი არანაირად არ იგრძნობს 5 გრ გატარებას - არც ვიზუალურად, არც ტაქტიკურად..
რეალური სატყუარის წონა, რომლიდანაც ეს ჯოხი დაიწყებს გატარების ჩვენებას, უკეთეს შემთხოვაში იქნება 10-12 გრ..

ეხლა ავიღოთ მეორე შემთხვევა და დავაყენოთ ამ ჯოხზე სატყუარა ზედა ტესტით - 25 გრ. სრულად სესაძლოა, რომ გატარების დროს სპინინგის წვერი ისე გაიღუნოს, რომ სპინინგმა ვეღარ შეძლოს სიმძიმის აგდება საფეხურინი გატარების (ანუ სატყუარის ანიმაციის) გასაკეთებლად. და რეალური წონა, რომლის ანიმაციას შეძლებს ეგ ჯოხი იქნება 20-22 გრ.. აქედან გამმდინარეობს, რომ სპინინგს დეკლარირებული ტესტით 5-25 გრ, რეალური ტესტი ჯიგისთვის შეიძლება ჰქონდეს 10-22 გრ (უკეთეს შემთხვევაში) ;)? მიუხედავად იმისა რომ 5 გრ-საც, და 25 გრ-საც ეს ჯოხი გაისვრის უპრობლემოდ..
 

 

PS1. ლიბრი (Lb)=450 გრ, 1 Oz (ounce)=28,5 გრ