სათევზაო კოჭა

რომელი ჯობია - უინერციო თუ ინერციული (მულტიპლიკატორი)?

მე ვეცდები მოკლედ აღვწერო ორივე ტიპის კოჭების თვისებები და ყველამ თვთონ აირჩიოს რა მისთვის არის უფრო მთავარი :)

უინერციო კოჭები (spinning reel)..

პლიუსები:

- ბევრად მარტივი ინერციულ კოჭასთან შედარებით სატყუარის გადაგდების ტექნიკა;

- როგორც წესი, მოყვება სათადარიგო მაქო;

- მაქოს მარტივი შეცვლა;

- ბრენდულ კოჭებს აქვს საშუალება სხვადასხვა სიღრმის მაქოს არჩევნის.

 

მინუსები:

- ძალიან მგძნობიარეა ძუის სისკეზე - რაც უფრო სქელი ძუა აყენია კოჭაზე, უფრო ახლოს გაფრიდება სატყუარა;

- ძალიან მგძნობიარეა ძუის სიმყარეზე;

- აქვს გარკვეული პრობლემები სქელი მონოფილური და წვრილი რბილი წნული ძუებს დახვევის დროს;

- ნაკლებად ძალოვანია ვიდრე მულტიპლიკატოები;

 

ინერციული კოჭები (მულტიპლიკატორები, baitcasting reel)..

პლიუსები:

- ძუის სისქე არანაირად არ მოკმწდებს გასროლის სიშორეზე (წნული ძუის შემთხოვაში) და პირიქით, სქელი ძუის გამოყენება შეიძლება გაზარდოს გადაგდების დისტანცია (მონოფილის შემთხოვაში);

- ნებისმიერი მულტიპლიკატორი არის უფრო ძალოვანი კოჭა ვიდრე უინერციო კოჭა იგივე კლასის;

- ანკესს მულტიპლიკატორით აქვს ბევრად უკეთესი მგძნობიარობა სატყუარს გატარების დროს;
- გვერდიდითი ქარის დროს, გასროლის მერე ჩდება ბევრად პატარა ძუის  მარყუჟი

 

მინუსები:

- უფრო რთული გადაგდების ტექნიკა. აქედან გამომდინარე, მულიტპლიკატორის გამოყეენბას ჭირდება მეტი ვარჯიში და მიჩვევა ვიდრე არაინერციულ კოჭით;

- როგორც წესი, მულტიპლიკატორებს არა აქვთ მაქოს შეცვლის საშუალება (ყოველ შემთხოვაში ოპერატიულად);

- მულტიპლიკატორებს ესაჭიროება მუხრუჭების რეგულირება ყოველ სატყუარის ტიპის ან წონის შეცვლის მერე;

- როგორც წესი, მულტიპლიკატორები ნაკლებად არიან დაცულები წყლის, ქვიშის და ტალახს შიგნით მოხვედრისგან და ამიტომ მათ ესაჭიროება ტექმომსახურება თითქმის ყოველ თევზაობის შემდეგ (ან 3-4 თევზაობის ნერე - ნაღდათ);

- და მტავარი მინუსი - მულტიპლიკატორები ძალიან ცუდათ მუშაობენ დაბალ წონის (<7გრ) სატყუარებტან.. უფრო სცორედ, არსებობენ მულტიპლიკატორები, რომლებით შეიძლება გადაგდება 2-3 გ სატყუარების, მაგრამ მაგათი ფასი იზრდება გეომეტრულ პროგრესიით სატყუარის წონის დაკლებასთან ერთად :( .
PS. ამ პოსტის დადების შემდეგ გავიდა 4 წელი, და ეხლა უკვე არსებობენ ჩინური კოჭები (თან იაფებები), რომლებით შესაძლოა 2-3 გრამიანი სატყუარის თავისუფალი გასროლა..
ასეტი იაპონურებიც არსებობენ, მაგარმ მაგათი ფასი არის დაახლოვებით 5 ჯერ მეტი ვიდრე ჩინურის..